ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ გამოცემები “ნაპოლის” მომავალზე საუბრობენ.
Corriere del Mezzogiorno აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენი წავა, ხვიჩა კვარაცხელია დარჩება და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდს მის გარშემო ააწყობს, თუმცა, თუ ქართველზე კარგი შეთავაზება მიიღო, მასაც შეელევა.
ეს დამოკიდებული იქნება კლუბის ფინანსურ მდგომრეობაზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ვერ გაუმჯობესდება. ჟურნალისტი პაულო დელ ჯენიო წერს, რომ თუ ოსიმენმა არ გამოიღვიძა, 130 მილიონ ევროდ არავინ გამოისყიდის და უკეთეს შემთხვევაში, 80 მილიონ ევროზე მეტად არავინ მოისურვებს ნიგერიელის შეძენას.
FC Barcelona Noticias-ი
სტატიაში ხაზს უსვამს იმას, რომ კვარაცხელიამ “ბარსელონასთან” მატჩში თავი ვერ წარმოაჩინა და კატალონიური კლუბი მის ტრანსფერს არ განახორციელებს. ბრიტანული TheHardTackle კი HITC-ის ჟურნალისტის, გრემ ბეილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ ამ შეხვედრას ხვიჩას თამაშზე დასაკვირვებლად “მანჩერსტერ სიტის” სკაუტები დაესწრნენ და მოეწონათ კიდეც.
გამოცემის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი არასტაბილურ სეზონს ატარებს, მთელი ევროპის დიდი კლუბების მხედველობის არეში რჩება, რომელთა შორის ჰორიზონტზე პრემიერლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან, “სიტის” გარდა, “ლივერპულიცაა” დაინტერესებული (რადგან შეიძლება მოჰამედ სალაჰმა გუნდი დატოვოს) და ზაფხულში ეს სიამოვნება დაახლოებით 85 მილიონი ფუნტი დაუჯდება. იმავეს ირწმუნება sportskeeda.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings