ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეც მშვენიერი გამოვიდა. განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდა გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“, რომელმაც ისევ ბოლო წუთზე მოიგო. სამწუხაროდ, ქართველი მეკარე ამ ყველაფერს ისევ სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა.
პირველად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ჯგუფური ეტაპის ერთ ტურში სამმა ინგლისურმა კლუბმა სამი ესპანური გუნდი დაამარცხა (“ლივერპული”-“ატლეტიკო” 3:2, “ტოტენჰემი”-“ვილიარეალი” 1:0, “ბილბაო”-“არსენალი” 0:2).
აიაქსი – ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ტურამი (42), 0:2 ტურამი (47)
2018/19 წლების სეზონის შემდეგ “ინტერმა” პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის (ლიგის ფაზა) სასტარტო მატჩი. ამ პერიოდში 4 ფრე და 2 მარცხი ჰქონდათ.
მარკუს ტურამი „ინტერის“ მეორე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩში დუბლი თავური დარტყმებით შეასრულა. მანამდე ეს შეძლო ერნან კრესპომ 2002 წლის 12 ნოემბერს, ასევე „აიაქსის“ წინააღმდეგ.

ბაიერნი – ჩელსი 3:1
გოლები: 1:0 ჩალობა (20-საკ. კარში), 2:0 კეინი (27-პენ), 2:1 პალმერი (29), 3:1 კეინი (63)
„ბაიერნმა“ ზედიზედ 22-ედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური.
„ბაიერნმა“ „ჩელსის“ ზედიზედ მეოთხედ მოუგო.
„ბაიერნმა“ ზედიზედ მე-6 ოფიციალური მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 22:6.
ჰარი კეინი საუკეთესო ინგლისელია ჩემპიონთა ლიგაზე „გოლი+პასი“ სისტემით – 53 ქულა. მან დევიდ ბექჰემის რეკორდი გააუმჯობესა.
კეინი მესამე მოთამაშეა, ვისაც +20 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ორ სხვადასხვა კლუბში. მანამდე ეს შეძლეს კრიშტიანო რონალდომ და ნეიმარმა.
კეინს ამ სეზონის 6 მატჩში 13 (10+3) ქულა აქვს.
მანუელ ნოიერმა მე-100 მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე. უფრო მეტი აქვთ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს, თომას მიულერსა და იკერ კასილიასს.

ლივერპული – ატლეტიკო 3:2
გოლები: 1:0 რობერტსონი (4), 2:0 სალაჰი (6), 2:1 ლორენტე (45), 2:2 ლორენტე (81), 3:2 ვან დეიკი (90+2)
„ლივერპულმა“ ამ სეზონში ხუთ მატჩში გაიტანა გადამწყვეტი გოლები მე-80 წუთის შემდეგ.
ამ სეზონში პრემიერლიგის კლუბების მიერ 90-ე წუთზე და უფრო გვიან გატანილი გოლების 29% მოდის “ლივერპულზე” მოდის (4/14).
სალაჰმა 48-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და დაეწია ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს.
მოჰამედ სალაჰი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისური კლუბის მაისურით მატჩის პირველ 6 წუთში შეძლო როგორც გოლის გატანა, ისე საგოლე გადაცემის შესრულება.
რობერტსონმა 2024 წლის მაისის შემდეგ პირველად გაიტანა კლუბში.
„ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ინგლისელი არ იყო.
ვირხილ ვან დეიკმა 25-ე თავური გოლი გაიტანა “ლივერპულში” ყოფნის პერიოდში, რაც ექვსით მეტია რომელიმე სხვა მცველის მაჩვენებელზე ევროპის ტოპ 5 ლიგაში მას შემდეგ, რაც ვან დეიკი “ლივერპულში” ჩაირიცხა (2018 წლის იანვარი).
მარკოს ლიორენტე (“ატლეტიკო”) არის ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი – 4 გოლი გაიტანა “ენფილდზე” (ისევე, როგორც ქარიმ ბენზემამ).

ოლიმპიაკოსი – პაფოსი 0:0

სლავია – ბოდო / გლიმტი 2:2
გოლები: 1:0 მბოჯი (23. პროვოდის პასით), 2:0 (74. პროვოდის პასით), 2:1 ბასი (78), 2:2 ფეტი (90)
გამოუყენებელი პენალტი: ჰოგი (54. ბოდო / გლიმტი)
ეს იყო “სლავიასა” და “ბოდო / გლიმტის” პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე ჩეხურ და ნორვეგიულ კლუბებს შორის.
ჩეხურ კლუბს უეფას ტურნირებზე უკვე 8 მატჩია არ მოუგია (3 ფრე, 5 მარცხი).
“ბოდო / გლიმტი” პირველი ნორვეგიული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია “რუსენბორგის” (2007/08) შემდეგ, ხოლო სულ მესამე – “რუსენბორგისა” (11-ჯერ) და “მიოლდეს” (ერთხელ) შემდეგ.
ნორვეგიელებს სტუმრად უკვე 8 ევროსაკლუბო მატჩში არ მოუგიათ (2 ფრე, 6 მარცხი).

პსჟ – ატალანტა 4:0
გოლები: 1:0 მარკინიოსი (3. ფაბიან რუისის პასით), 2:0 კვარაცხელია (39. ჰაკიმის პასით), 3:0 მენდეში (51. ბარკოლას პასით), 4:0 რამუში (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ბარკოლა (44. პსჟ)
გონსალო რამუშმა პსჟ-ის მაისურით შეცვლაზე შესულმა მე-16 გოლი გაიტანა ყველა ტურნირის ჩათვლით. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა კილიან მბაპეს, როგორც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს სათადარიგოთა სკამიდან.
მარკინიოსმა გაიტანა თავისი მე-10 გოლი ჩემპიონთა ლიგაში და ყველა – პსჟ-ის შემადგენლობაში. ეს მოხდა ზუსტად 12 წლის თავზე თავისი პირველი პარიზული გოლიდან. ამ პერიოდში, ჩემპიონთა ლიგაში არცერთ მცველს არ გაუტანია ამაზე მეტი გოლი პენალტის გარეშე.
პსჟ-მა ევროტურნირების ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო იტალიურ გუნდებთან (6 მოგება, 6 ფრე).
ფრანგულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 100 მატჩი ჩაატარა ფრის გარეშე (ბოლოს 0:0 “რეალთან” 2015/16 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე).

GIPHY App Key not set. Please check settings