in ,

ლივერპული vs ლაიპციგი: პროგნოზი, კომენტარები, სტატისტიკა

„ლივერპული“ ძალიან ცუდია. ბოლო ტურში კლოპის გუნდმა შინ „ფულჰემთანაც“ წააგო და ეს ზედიზედ მე-6 მარცხი იყო „ენფილდზე“. თან ამ 6 თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ისე, „ლაიპციგთან“ პირველ შეხვედრაში ცოტა გაუმართლათ კიდეც „წითლებს“, გერმანელი მცველები შეცდნენ.

პირველი მატჩი: “ლაიპციგი” – “ლივერპული” 0:2

კლოპმა ნაგელსმანი დაჯაბნა: რატომ არის ლივერპული საუკეთესო ლიგაზე

ამდენი წაგების შემდეგ იურგენ კლოპმა თქვა:
„კიდევ კარგი მორიგი თამაში გვაქვს. ეს სხვა ტურნირია, სადაც საქმეები ამ წუთას კარგად არის. იმედია, ეს ხელს შეგვიწყობს. თუ მშვენივრად მოთამაშე „ლაიპციგს“ გავივლით, დამაჯერებლობა მოგვემატება.
მერე რამდენიმე კვირა პაუზა იქნება. ზოგი ნაკრებში წავა, ზოგი დარჩება. ამ დროს გამოვიყენებთ და ყველაფერს შევცვლით“.

ბუნდესლიგის მეორე გუნდი კი ძალიან კარგად არის დაბალანსებული და როგორც ვვარაუდობენ ზედიზედ ორ თამაშს არ წააგებს ლიგაზე. ელოდებიან, რომ „ლაიპციგის“ შეტევისა და „ლივერპულის“ დაცვის პრობლემების გათვალისწინებით ალისონის კარში გოლ(ებ)ი გავა.

„არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ფეხბურთში საოცრებებიც ხდება. ჩვენი სიტუაცია იცით. ჩვენ სსერიოზულად გავაანალიზეთ პირველ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები. არ მინდა იგივე განმეორდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველები თუ გავიტანთ“, – ამბობს იულიან ნაგელსმანი.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლივერპული: ალისონი – ალეკსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ფილიპსი, რობერტსონი – ჯონსი, ვეინალდუმი, ტიაგო – ჟოტა, სალაჰი, მანე

ლაიპციგი: გულაჩი – ადამსი, მუკიელე, უპამეკანო, კლოსტერმანი – ზაბიტცერი, კამპლი – აიდარა, ოლმო, ნკუნკუ – პოულსენი

არ იქნებიან:
გომესი, ჰენდერსონი, მატიოპი, ვან დეიკი (ლივერპული); ჰალსტენბერგი, ლაიმერი, სობოსლაი (ლაიპციგი)

კითხვის ნიშნის ქვეშაა:
ფირმინიო, კაბაკი, კელერი („ლივერპული“), ანხელინო, ორბანი, ზაბიტცერი („ლაიპიცგი“).

თამაში, როგორც პირველ შემთხვევაში, ისევ პუშკაშ არენაზე გაიმართება.

პარადოქსია, მაგრამ უნგრეთის დედაქალში უფრო მეტი დაინფიცირებულია, ვიდრე ლაიპციგსა თუ ლივერპულში. არადა ორივე მატჩი სწორედ ბუდაპეშტში დათქვეს. აბსურდული ხდება ასეთ ვითარებში გასვლაზე გატანილი გოლის წესიც, მაგრამ რა გაეწყობა.

სტატისტიკა

ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან „ლივერპულმა“ მხოლოდ ერთხელ გაიტანა ორ გოლზე ნაკლები.

ბოლო 4-დან მარტო ერთ მატჩში არ გაუშვა „ლივერპულმა“ გოლი.

„ლივერპული“ 2002 წლის შემდეგ არ აგებს გერმანულ გუნდებთან (8 მოგება და 3 ფრე). ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგია – 15 მოგება და 2 წაგება. ბოლო წარუმატებლობა იყო ლევერკუზენის „ბაიერისგან“ გავარდნა 2001 წელს ¼ ფინალიდან.

„ლივერპული“ უეფას ტურნირებზე 33-ჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე, როცა პირველ მატჩში გასვლაზე იგებდა. „წითლებს“ 4-ჯერ წაუგიათ განმეორებითი თამაში, მაგრამ მაინც გასულან.

ყველა ტურნირზე ბოლო 8 მატჩიდან მარტო ერთხელ გაიტანა „ლაიპციგმა“ ორ გოლზე ნაკლები.

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 6 მატჩში „ლაიპციგი“ გოლს უშვებს.

„ლაიპციგმა“ 5-დან 3 მატჩი მოუგო ინგლისურ კლუბებს. ნაგელსმანის გუნდმა ორჯერ აჯობა „ტოტენჰემს“ გასული სეზონის პლეი-ოფში, ხოლო წელს ჯგუფში „მანჩესტერთან“ მოგება-წაგება გაცვალა (0:5 და 3:2).

ბუქმეკერები შანსებს თითქმის თანაბრად აფასებენ:

„ლივერპულის“ მოგება – 2.3
ფრე – 3.6
„ლაიპციგის“ მოგება – 2.9

გერმანელები არ წააგებენ: 1.6

ასევე 1.6 ფასდება ორივე გუნდის გატანა.

[poll id=”9775″]

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევერტონის მეკარეს მაჩეტეთი თავს დაესხნენ: ოლსენი ამ დროს ოჯახთან ერთად იყო

პსჟ vs ბარსელონა: პროგნოზი, სტატისტიკა, კოეფიციენტები