„ჩელსიმ“ პირველად 7 წელიწადში მოუგო „ლივერპულს“ „ენფილდზე“ პრემიელიგის მატჩში. ბოლო გამარჯვება იყო 2014 წლის ნოემბერში.
„ჩელსის“„ლივერპულისთვის“ ლამის 3 წლის წინ ჰქონდა ბოლოს მოგებული – 2018-ის მაისში.
ლონდონელებს ტუხელის ხელში 10-დან არცერთი თამაში არ წაუგიათ – 7 მოგება და 3 ფრე.
ტუხელი და კლოპი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ინგლისში. ისე კი მე-15-ედ. ტუხელმა მესამედ მოუგო კლოპს.
ტუხელის ხელში პრემიერლიგის 8 მატჩში „ჩელსიმ“ 18 ქულა მოაგროვა – ამაზე მეტი მარტო „სიტის“ აქვს (24).
ტუხელის „ჩელსიმ“ დაცვა დაალაგა. ლონდონელებმა 10 მატჩში 2 გოლი გაუშვეს,მანამდე 18 ტურში კი 23. ტუხელმა მოურინიოს დროინდელი „ჩელსის“ შედეგი გაიმეორა, როდესაც „ლურჯებმა“ სასტარტო 10 შეხვედრაში ასევე 2 გოლი გაუშვეს. სხვათა შორის, ჟოზესაც მე-10 მატჩი „ლივერპულთან“ მოუწია და ის მატჩიც 1:0 დასრულდა.
„ჩელსის“ მეკარემ ედუარ მენდიმ ნოლზე მე-12 მატჩი ჩაატარა (22-დან). სენეგალელი ერთადერთი მეკარეა პრემიერლიგაში, რომელმაც მინიმუმ 10 მატჩი ითამაშა და ნახევარზე მეტში გოლი არ გაუშვია.
ლივერპულს ენფილდზე ევერტონთან 22 წელია არ წაუგია: დერბი ციფრებში
„ლივერპული“ კი კრიზისშია. გუნდმა 129 წლის განმავლობაში პირველად წააგო ზედიზედ 5 თამაში „ენფილდზე“. ეს 5 წაგება უფრო მეტია, ვიდრე კლოპის წინა 100 საშინაო მატჩში.
„ლივერპულმა“ ბოლო 6-დან 6 მატჩი წააგო და მე-7 ადგილზე ჩამოვარდა.
2021 წელს „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში მხოლოდ 10 ქულა მოაგროვა, არადა 11 ტური უკვე გავიდა.
2021 წელს კლოპის გუნდმა მარტო 1 გოლი შეაგდო „ენფილდზე“ 85 დარტყით.
„ლივერპულმა“ კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა. ახლა „ლივერპული“ მოქმედი ჩემპიონია, რომელსაც ყველაზე უარყოფითი სხვაობა აქვს წინა გათამაშებასთან შედარებით 27 ტურში. 2019/20 წლებში „წითლებს“ 79 ქულა ჰქონდათ, ახლა კი მხოლოდ 43 აქვთ.
GIPHY App Key not set. Please check settings