„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს თქმით, „ვალენსიას“ მეკარე თანახმაა ტრანსფერზე, თუნდაც ერთი ან ორი წელი იჯარით გაატაროს.
„ბორნმუთი“ მზადაა ქართველი ფეხბურთელის დაქირავებისთვის. სამომავლოდ მერსისაიდელები ჩვენიანს ალისონის შემცვლელად ხედავენ. ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, „ლივერპული“ 23 წლის ფეხბურთელისთვის 35 მილიონ ევროს სთავაზობს.
ამჟამად, ფეხბურთელის აგენტები ვალენსიაში იმყოფებიან, რათა კლუბთან მოლაპარაკებები აწარმოონ. შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
GIPHY App Key not set. Please check settings