in

ლივაკოვიჩმა ხორვატია 1/4 ფინალში გაიყვანა

ბრაზილიის მომნუსხველი ფეხბურთის შემდეგ რთულია, რაიმემ აღგაფრთოვანოს, მაგრამ იაპონიისა და ხორვატიის მატჩი სხვა კუთხიდან იყო საინტერესო.

პირველ რიგში, მეტ-ნაკლებად ორი თანაბარი დონის გუნდი. კი, ხორვატიას ექსპერტები ფავორიტად მიიჩნევდნენ და სამართლიანადაც – მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ბროზოვიჩის ნახევარდაცვაც საკმარისი იქნება, მაგრამ იაპონელები ამას არ შეეგუვნენ და “სელტიკელი” დაიზენ მაედას გოლით წინაც გავიდნენ.

მეორე ტაიმში კი პერიშიჩმა ის მოახერხა, რაც 2018 წლის მუნდიალზე არაერთგზის. ლამის საპენალტოდან, თან ტექნიკური თვალსაზრისით ურთულესი თავურით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც გმირის მანტია ხორვატთა კიპერმა, დომინიკ ლივაკოვიჩმა მოისხა და სამი პენალტი მოიგერია, რითაც ხორვატებმა 1/4 ფინალში გასამგზავრებელი საგზური მოიპოვეს, სადაც მოცეკვავე ბრაზილიელები იცდიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როი კინი ბრაზილიელთა ცეკვამ გააღიზიანა

მუნდიალის ერთ-ერთი სტადიონის დაშლა დაიწყეს