ინგლისში, შუა კვირაში არასრული ტური იმართება. გადადებული მატჩებია შესავსები, რომელთა შორის ერთი გამორჩეული დაპირისპირებაა – „ლივერპული“ შინ „ჩელსის“ უმასპინძლებს. სახელების გარდა, პრაქტიკული მნიშვნელობის თამაშიცაა, ორივე გუნდი ოთხეულისთვის იბრძვის და იქ კი ისეთი სიმჭიდროვეა, რომ ქულები ყველას ჰაერივით სჭირდება.
ამათ გარდა, სხვა ლიდერებიც თამაშობენ და თითქმის ყველას გასვლითი მატჩები აქვს – „ლესტერი“, „მანჩესტერი“, „ტოტენჰემი“, „ევერტონი“ სტუმრად მიდიან. შედარებით კომფორტულად მაინც წინგაჭრილი „სიტია“, რომელიც „ვულვზს“ მიიღებს და წესით არანორმალური მოგებებისა და წაუგებელი სერია კიდევ უფრო უნდა გაახანგრძლივოს. თუმცა „მგლებს“ ბოლო 5 მატჩიდან 3 მოგება და 2 ფრე აქვთ. ასე რომ, იოლი გასეირნებაც არ უნდა იყოს.
მანჩესტერი კარგებს ვერ უგებს, ჩელსი არ აგებს: ლივერპულის – 7000 (26-ე ტური)
ლივერპული vs ჩელსი
„ლივერპულმა“, როგორც იქნა, შეწყვიტა გაუთავებელი წაგებები და ბოლო ტურში აუტსაიდერ „შეფილდს“ 2:0 მოუგო. ეს გასვლაზე გააკეთა. აი მშობლიურ „ენფილდზე“ კი კლოპის გუნდს კარგა ხანია მოგების გემო დავიწყნია. თავის მხრივ, რაც ტომას ტუხელი მოვიდა, „არისტოკრატებს“ არცერთხელ არ წაუგიათ და ძალიან ცოტა გოლს უშვებენ. თუმცა პრემიერლიგაში ბოლო ორი შეხვედრა ფრედ ითამაშეს.
მიუხედავად ამისა, ბუქმეკერებს ფავორიტად მაინც მასპინძლები მიაჩნიათ. „ლივერპულის“ მოგებაზე 2.30 დაწერეს, „ჩელსის“ წარმატებაზე – 3.0, ხოლო ფრეზე – 3.60-ია.
ბუქმეკერებს ასევე ჰგონიათ, რომ ორივეს გატანა უფრო დაჯდება, ელოდებიან მეტ გოლსაც.
„ლივერპულმა“ გასულ წელს, 17 დეკემბერს შინ „ტოტენჰემს“ რომ მოუგო , მას შემდეგ „ენფილდზე“ 3 ქულა აღარ ჩაუწერია. „ჩელსის“ კი სტუმრად თამაში არ ანაღვლებს, ბოლო 5 გასვლითი მატჩიდან 4 მოიგო. ოღონდ აქედან ერთი ჩემპიონთა ლიგაზე იყო და ერთიც ინგლისის თასზე.
აი რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, პრემიერლიგის ეგიდით რაც ითამაშეს, ბოლო 4 მატჩიდან ყველა „ლივერპულმა“ მოიგო. ბოლოს „წითლებმა“ 2:0 მოიგეს ლონდონში, ცოტა ხნით ადრე კი შინ 5:3 იმარჯვეს.
სატურნირო ცხრილში ეს გუნდები მე-5-6 ადგილებზე არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა ლონდონელების სასარგებლოდ.
არ იქნებიან: გომესი, ჰენდერსონი, მატიპი, ვან დეიკი („ლივერპული“) და ტიაგო სილვა („ჩელსი“).
კითხვის ნიშნის ქვეშაა: ფაბინიო და ჟოტა („ლივერპული“) და ჰადსონ-ოდოი („ჩელსი“).
მიდი და გააჩერე თუ ბიჭი ხარ: სიტი გაუთავებლად იგებს, ლივერპული კი აგებს (25-ე ტური)
პრემიერლიგა – გადადებული მატჩები
2 მარტი
სიტი – ვულვერჰემპტონი
3 მარტი
ბარნლი – ლესტერი
შეფილდი – ასტონ ვილა
კრისტალ პალასი – მანჩესტერი
4 მარტი
ფულჰემი – ტოტენჰემი
ვესტ ბრომვიჩი – ევერტონი
ლივერპული – ჩელსი
GIPHY App Key not set. Please check settings