in

ლიგა 1-მა ევრო 2024-ის 3 ფეხბურთელი გამოარჩია: ერთი ჟორჟია

საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ამ ჩემპიონატიდან ევრო 2024-ზე მონაწილე ფეხბურთელების შესახებ წერილი გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ევრო 2024-ზე საფრანგეთის ჩემპიონატიდან 29 მოთამაშე მონაწილეობდა, მაგრამ გვერდმა მხოლოდ სამი მათგანი გამოარჩია.

ლიგა 1-ის ფეხბურთელებმა ტურნირზე რვა გოლი გაიტანეს, მათ შორის სამი – ქართველმა მიქაუტაძემ, ორი – ფაბიან რუისმა (პსჟ), „მონაკოს“ ფორვარდმა, ბრილ ემბოლომ – ორი, ხოლო რენდალ კოლო მუანიმ (პსჟ) ესპანეთს ტურნირის ნახევარფინალში გაუტანა.

„2023-2024 წლების სეზონში „მეცში“ ბრწყინვალე თამაშის და 14 გოლის გატანის შემდეგ, მიქაუტაძემ საერთაშორისო ასპარეზზე, ევრო 2024 -ზე გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრებმა კი მოახერხა და პირველივე დიდ ტურნირზე მერვედფინალში გავიდა.

მიქაუტაძემ სამი გოლი გაიტანა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა. ფორვარდმა საგოლე გადაცემაც გააკეთა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფაბიან რუისს (2) ჩამორჩა“, – წერია ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ მივიღეთ სუპერ ნიჭიერი მოთამაშე… გოჩოლეიშვილი კოპენჰაგენელია

დავრჩებოდი, მაგრამ… დავიტოვებდით, მაგრამ… მამარდას და ქოჩორას ამბები