გუშინ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო და ჩვენი ყურადღება იმ მატჩზე შევაჩეროთ, სადაც ქართველები თამაშობდნენ და ქართული გუნდების პერსპექტივიდანაც გვაინტერესებს. ასეთი „ლეხისა“ და „ყარაბახის“ მატჩი იყო. გეტყვით, რომ გარდა კვეკვესკირისა და წიტაიშვილის ინტერესისა, ბათუმის „დინამოსთვისაც“ საინტერესო მატჩი იყო, რადგან თუკი ზღვისპირელები „სლოვანის“ ბარიერს ვერ დაძლევენ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლეხსა“ და „ყარაბახს“ შორის დამარცხებულს შეხვდებიან.
პოლონეთის ჩემპიონმა აზერბაიჯანის უპირველესი გუნდი მინიმალურად- 1:0 დაამარცხა და მეორე ეტაპისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩში ერთადერთი გოლი, 41-ე წუთზე იშაკმა გაიტანა.
მეორე ნახევარში ნიკა კვეკვესკირმა, სწორედ იშაკი შეცვალა, გიორგი წიტაიშვილმა კი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.
GIPHY App Key not set. Please check settings