საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლერი აბულაძე (63 კგ.) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
აბულაძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თურქ აჰმეტ უიარს გაეჯიბრა და 3:1 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ლერი ტურნირში გუშინ ჩაერთო და გზიდან ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1), რუსი გეორგი ტიბილოვი (7:3) და ირანელი ალი რეზა აიატ ნეჯატი (7:3) ჩამოიცილა.
ცნობისთვის, ლერიმ წლეულს დიდების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც იჭიდავა და იქაც ოქროს მედლამდე ცოტა დააკლდა – ირანელ მეისამ დალხანისთან 4:5 წააგო.
GIPHY App Key not set. Please check settings