უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლერი აბულაძემ (63 კგ) ფინალში აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
აბულაძე ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და მან ფინალამდე უკრაინელი ჰრუშინი და გერმანელი კინსინგერი დაამარცხა.
დღესვე, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. იგი აზერბაიჯანელ აზიზლისთან დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings