in

ლეო ბარსაში არ დაბრუნდება, მოდრიჩი კრიშტიანოსთან არ წავა, კეინი რჩება – სატრანსფერო ჭორები

„ტოტენჰემი“ მზადაა დღესვე გაუფორმოს კონტრაქტი „ვილიარეალის“ თავდამსხმელ დანჯუმას.

„მარსელს“ არ სურს მექსიკური „ტიგრესიდან“ დაიბრუნოს ფლორიან ტოვენი.

„ლიდსი“ მოლაპარაკებებს მართავს „იუვენტუსის“ ნახევარმცველ მაკენის თაობაზე.

ზაბიტცერი „ბაიერნს“ დატოვებს დამდეგ ზაფხულს.

„მილანს“ სურს „ჩელსის“ თავდამსხმელი პულიშიჩი წაიყვანოს.

ლეო მესი გამორიცხავს „ბარსელონაში“ დაბრუნებას ხელმძღვანელობაზე განაწყენების გამო.

„ფეიენოორდმა“ შესაძლოა „რომას“ მცველი კარსდორპი იჯარით აიყვანოს.

„რეალი“ და ასენსიო ახალი კონტრაქტით (4-წლიანი) ხელფასზე ვერ რიგდებიან.

ჰარი კეინი აპირებს დაიწყოს მოლაპარაკებები „ტოტენჰემთან“ ახალ კონტრაქტზე.

„ნიუკასლი“ 40 მლნ ფუნტს შეთავაზებს „ევერტონის“ ფორვარდ გორდონში.

ლუკა მოდრიჩმა უარი თქვა „ალ ნასრის“ წინადადებაზე. მას კარიერის „რეალში“ დასრულება სურს. საუბარი იყო წლიურ 40 მილიონზე.

„ჩელსი“ 30-40 მლნ ევროს შეთავაზებს გიუსტოს სანაცვლოდ. „ლიონმა“ უარი თქვა მცველის 20 მილიონად გაყიდვაზე.

„მანჩესტერი“ მზადაა ზაფხულში მაგუაირი და მაკტომინი გაყიდოს.

რობერტო დე ძერბი „იუვენტუსში“ ალეგრის შემცვლელთა კანდიდატებს შორისაა.

„რეალი“ ჩაბი ალონსოს კანდიდატურას განიხილავს კარლო ანჩელოტის 2024 წელს წასვლის შემთხვევაში.

ფერნანდო სანტუშმა პოლონეთის ნაკრები ჩაიბარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლებრონ ჯეიმსი – პირველია, რომელმაც 40 ქულა ჩაუგდო ნბა-ს ყველა გუნდს

ხვიჩა ოქროს ბურთის ათეულშია