საქართველოს ნაკრების და “კასტრის” მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა, ტოპ 14-ის მეცხრე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემებმა “მიდი-ოლიმპიკმა” და “რაგბირამამ” შეადგინეს.
ჩილაჩავა “ბრივთან” მოგებულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, 48 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშა და 28-ე წუთზე ლელო დადო.
აღნიშნული მატჩი “კასტრმა” ბრივს” 23:22 მოუგო. “ბრივის” შემადგენლობაში თედო აბჟანდაძემ 17 ქულა მიითვალა.(5 ჯარიმა და 1 გარდასახვა)
GIPHY App Key not set. Please check settings