ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმარსრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ლევან კობიაშვილმა 40 ხმა მიიღო.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნების შედეგები
არმანდ დუკა (ალბანეთი) – 45 ხმა
იესპერ მიოლერ კრისტენსენი (დანია) – 42
პეტრ ფოუსეკი (ჩეხეთი) – 40
ლევან კობიაშვილი (საქართველო) – 40
ლუის რუბიალესი (ესპანეთი) – 40
ფილიპ დიალო (საფრანგეთი) – 37
ანდრი პაველკო (უკრაინა) – 31
GIPHY App Key not set. Please check settings