in

ლევანტე ქოჩორაში 4.5 მილიონს ითხოვს: რას ამბობს მწვრთნელი

„ლევანტე“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერში 4,5 მილიონ ევროს ითხოვს – ინფორმაციას CeltaNews-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „მუნდო დეპორტივოს“ ინფრომაციით, 25 წლის ნახევარმცველს ლა ლიგისა და სერია A-ს გუნდები – „სელტა“, „ესპანიოლი“, „ლაციო“ და „ტორინო“ იწვევენ. CeltaNews-ის მტკიცებით კი, ქოჩორაშვილით „ვალენსიაც“ დაინტერესდა.

„იტალიური კლუბების გარდა, გიორგი ქოჩორაშვილის შეძენა „სელტას“, „ესპანიოლსა“ და „ვალენსიას“ სურთ. „ლევანტე“ მოთამაშის ტრანსფერში დაახლოებით 4,5 მილიონ ევროს ითხოვს“, – ამტკიცებს გამოცემა CeltaNews-ი.

„ლევანტეს“ მწვრთნელმა, ხულიან კალერომ კომენტარი გააკეთა გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ქართველი ნახევარმცველით დაინტერესებული ვიგოს „სელტა“, „ესპანიოლი“, „ლაციო“ და „ტორინო“ არიან. მან Las Provincias-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ ქოჩორაშვილმა ზაფხულში, შესაძლოა, „ლევანტე“ დატოვოს.

„გიორგის ევროპის ჩემპიონატზე ვუყურეთ, სადაც ის შესანიშნავი იყო. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც კარგად ითამაშებს. ფინანსებით განსაკუთრებულად არ ვინტერესდები, მაგრამ მეტ-ნაკლებად ვიცი, რაც ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

გიორგი ის ფეხბურთელია, რომლის დარჩენითაც ბედნიერი ვიქნები. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ველაპარაკე და ვხედავ, რაოდენ დიდი ენერგია და წინსვლის სურვილი აქვს. აქედან მოდის განცდა, რომ შეიძლება, ის „ლევანტედან“ წავიდეს.

რა და როგორ გამოვა, ერთად ვნახავთ, მაგრამ არ ვაპირებთ დამალვას, ეს ყველამ ვიცით და ვაცნობიერებთ. თუ დავინახავთ, რომ ეს ჩვენს გუნდს არ დააზიანებს, გავუშვებთ და შევეცდებით, დანაკლისი სხვების მოსვლით შევავსოთ“, – ამბობს „ლევანტეს“ მწვრთნელი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვერც ეთომ: ლიპარტელიანმა ბრინჯაო ვერ აიღო – ესაა ალბათ ცხოვრების არსი

მიქაუტაძემ ნომერი აირჩია… ქალაქის საპატივსაცემოდ: რა ნომერი იქნება ჟორჟი