ესპანური ლა ლიგის კლუბი „ლევანტე“ გიორგი ქოჩორაშვილის იჯარით დაბრუნებას ცდილობს. ქართველი ნახევარმცველი კლუბში რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშობდა, თუმცა „სპორტინგი“ ესპანელების ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, – ინფორმაციას TreguaRadio ავრცელებს.
პორტუგალიური გამოცემა Leonino კი საპირისპიროს წერს და ამტკიცებს, რომ ლისაბონური კლუბი ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებული შეთავაზებების მოსმენისთვის მზად არის.
„გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა რუი ბორხესის გუნდში ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა და მოლოდინები სრულად ვერ გაამართლა. ჩვენი წყაროების ცნობით, „სპორტინგი“ სეზონის დასრულების შემდეგ შეთავაზებებისთვის ღია იქნება. მანამდე ნახევარმცველს ექნება შანსი, მწვრთნელის ნდობა მოიპოვოს, თუმცა დანიელ ბრაგანსას ბოლოდროინდელმა დაბრუნებამ, შესაძლოა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს.
ამჟამად ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ შედის და მორტენ ჰიულმანდის, ჰიდემას მორიტასა და ჟოაო სიმოესის შემდეგ განიხილება. სრული ფიზიკური მზადყოფნის აღდგენის შემდეგ ქართველზე წინ ბრაგანსაც დადგება. ჰიულმანდისა და მორიტას შესაძლო წასვლამ მომავალ ზაფხულს, შესაძლოა, ადგილი გაუთავისუფლოს 26 წლის ნახევარმცველს, რომელიც „ლევანტედან“ „სპორტინგში“ 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიური გამოცემის შეფასებით, პირველ თვეებში მისი თამაში დამაჯერებელი არ ყოფილა“, – წერს Leonino.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings