in

ლევანტემ წააგო, ჯერ მაინც მეორეზეა, ქოჩორამ სრულად ითამაშა

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ მნიშვნელოვანი თამაში წააგო ერთ-ერთ კონკურენტ „ოვიედოსთან“ სტუმრად – 0:1.

ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.
შეფასებები: sofascore – 7.0, flashscore – 6.8.

ოვიედო – ლევანტე 1:0
გოლი: მიკელი (27, საკ. კარში)

ლა ლიგა 2-ის 37 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 66 ქულით მე-2 ადგილზეა, ანუ ლა ლიგაში პირდაპირ გადადის, თუმცა თუ ხვალ „რასინგმა“ მოიგო, ქულებით დაეწევა.
მომდევნო შეხვედრა კი ჩვენიანის გუნდს 4 მაისს შინ აქვს, გასავარდნ ზონაში მყოფ „ტენერიფესთან“. სულ 5 ტურია დარჩენილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს კარგი გოლი, მაგრამ მაინც წაგება და დამძიმებული ვითარება