in

ლევანტემ ლიდერი დაამარცხა და მეორეზეა: ქოჩორა შეცვლაზე შევიდა – ვიდეო

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ სტუმრად ლა ლიგა 2-ის ლიდერს, „ელჩეს“ ეთამაშა და უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო – 3:1.

ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. ჩვენიანს მცირე ტრავმა აქვს.

შეფასებები: sofascore – 6.6, flashscore – 6.5.

ელჩე – ლევანტე 1:3
გოლები: 0:1 ბრუგუე (11), 0:2 ბრუგუე (32), 1:2 ელ გეზუანი (65), 1:3 ფორესი (75)

ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ლევანტეს“ 70 ქულა აქვს, მე-2 ადგილზეა და „ელჩეს“ ახლა უკვე მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც მდევრები არიან შორს და მესამეადგილოსან „მირანდესს“ 2 ქულით, ხოლო „რასინგს“ პოტენციურად 1 ქულით უსწრებს.
„ლევანტე“ 16 მაისს ცხრილის შუაში მყოფ, უმოტივაციო „ალბასეტეს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2:0 – ზურიკომ მოიგო, მიქაუტაძემ წააგო

ხვიჩა არ ათამაშეს, ახალგაზრდულის ბიჭები ყოჩაღობენ – ლეგიონერები