რობერტ ლევანდოვსკი 2022 წელს ყველაზე ხშირად ანიავებდა საგოლე მომენტებს.
„ბარსელონას“ პოლონელ ფორვარდს 28 გაშვებული შანსი აქვს. მათი ნაწილი ჯერ კიდევ „ბაიერნზე“ მოდის, სადაც 2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევარში გამოდიოდა.
მეორე ადგილზე „ოქროს ბურთის“ მფლობელი კარიმ ბენზემა აღმოჩნდა – 22 საგოლე მომენტის ხელიდან გაშვება.
ბენზემას მოყვებიან ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), მუსა დემბელე („ლიონი“), კევინ გამეირო („სტრასბურგი“) და კილიან მბაპე (პსჟ) – ყველას 20 შანსის განიავება დაუთვალეს.
ისე, საინტერესოა, დარვინ ნუნიესის მომენტები თუ დაითვალეს საერთოდ…
GIPHY App Key not set. Please check settings