რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნიდან“ აბარგების შესახებ უკვე დავწერეთ. 1 კვირის თავზე კი ბევრი არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ლევანდოვსკი შემოთავაზებას „ბარსელონასგან“ ელის.
“one football”-გვეუბნება, რომ „ბარსამ“ 33 წლის პოლონელს შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ მძიმე ფინანსური კრიზისის გამო მოლაპარაკება ვალიდური არ არის. ამის საპასუხოდ, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გააქტიურდნენ, სიახლოვესაა „პსჟ“-ც, მაგრამ ლევანდოვსკის ერთადერთი სურვილი „ბლაუგრანაა“. ლაპორტასაც სურს 50 გოლის გამტანი პოლონელს ლურჯ-წითელი მაისური მოარგოს, მაგრამ მძიმე დღეშია ეს ჩვენი „ბარსელონა“.
რაიქნება არ ვიცით, მაგრამ ლონდონიდან, მანჩესტერიდან და პარიზიდან, რომ მსუყე შეთავაზებები წავა, ეს ფაქტია. „ბლაუგრანას“ კი გამოცოცხლება მართებს.
შეგახსენებთ, ლევანდოვსკის კონტრაქტის დასკვნითი 12 თვის ათვლა დაიწყო და ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, რომ მიუნხენის დატოვება სურს. საორიენტაციო ფასი 30-35 მილიონი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings