in

სიგუა პირველად ძირითადში, კიტეს გამარჯვების გოლი – ლეგიონერები

გაბრიელ სიგუამ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, კიტეიშვილმა კი ისევ მოაგებინა თავის გუნდს. სამწუხაროდ, ლოჩოშვილს ბოლო იმედის ჯარიმის აკიდება დასჭირდა. ახლა სანაკრებო პაუზაა და ლეგიონერები თბილისში შეიკრიბებიან.

ზურიკომ ვერ გაიტანა: ბევრი არაფერი – ლეგიონერები

ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურში „შტურმი“ „ვოლფსბერგერს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
მე-60 წუთზე თავი ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა და ლამაზი გოლით გუნდს 3 ქულა და ლიდერობა მოუტანა. ეს მისი მესამე გოლი მიმდინარე სეზონში.
ოთარმა შეუცვლელად ითამაშა.
„ვოლფსბერგერის“ ძირითადში იყო სანდრო ალთუნაშვილი, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. მან ყვითელი ბარათიც მიიღო.

გაბრიელ სიგუამ შვეიცარიის „ბაზელის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, რომელიც ერთ-ერთ ლიდერს, „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. 18 წლის სიგუამ მოედანზე 63 წუთი გაატარა. მისი შეფასება 6.3-ია.
9 ტურის შემდეგ „ბაზელი“ ქვეყნის ჩემპიონატში მე-12 ადგილს იკავებს.

სერია B-ში, ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სტუმრად 2:1 აჯობა „კომოს“. ლუკა ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე „ბოლო იმედის“ ჯარიმისთვის გააძევეს. შეფასება – 5.4.

სერია A-ს მე-8 ტურში „ფროზინონემ“ „ვერონას“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.
მასპინძელთაგან გიორგი კვერნაძემ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანმა“ ლიდერ „ტრენჩინს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.
კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+1-ე წუთზე შეცვალეს. მან ყვითელი ბარათი მიიღო. ჯაბა კანკავას არ უთამაშია.

MLS-ში საბა ლობჟანიძის „ატლანტა“ შინ 1:1 ითამაშა „კოლამბუსთან“. საბა 62-ე წუთზე შეცვალეს, მისი შეფასება 6.4-ია.

თურქეთში გიორგი აბურჯანია 79-ზე წუთიდან შევიდა მოედანზე „ჰათაისფორის” მაისურით. ქართველის გუნდმა „ქონიასფორს“ 3:1 სძლია და ლიდერთა ხუთეულში დაწინაურდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ ისევ წააგო, არც გუნდს და არც კვარას ბევრი არაფერი გამოუვიდათ

მუნდიალი 1.5 თვე გაგრძელდება, გახსნის ცერემონია პირველი მატჩიდან მე-5 დღეს გაიმართება