ესპანეთის ჩემპიონის “ბარსელონას“ 4 ფეხბურთელი შეიყვანეს ლა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში. ასე გამოთვალა WhoScored-მა.
ამასთან, ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ფეხბურთელი „ატლეტიკოს“ ანტუან გრიზმანი გახდა.
გუნდში ფეხბურთელები საუკეთესო საშუალო შეფასებების მიხედვით მოხვდნენ.
მეკარე: ხერემიას ლედესმა („კადისი“, 7,03);
მცველები: ჟიულ კუნდე („ბარსელონა“, 6,97), ედერ მილიტაო („რეალი“, 7,03), ხოსე ხიმენესი („ატლეტიკო“, 6,96), ხავი გალანი („სელტა“, 6,98);
ნახევარმცველები: როდრიგო („რეალი“, 7,26), ფრენკი დე იონგი („ბარსელონა“, 7,15), პედრი („ბარსელონა“, 7,20), ვინისიუსი („რეალი“, 7,35);
თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, 7,69), რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“, 7,49).
GIPHY App Key not set. Please check settings