პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” 8 მაისს ლისაბონში რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიურ “ლუსიტანუშს” დაუპირისპირდება.
მატჩის წინ, Sport4me.ge საქართველოს ნაკრების და “შავი ლომის” მორაგბეს ლაშა ხმალაძეს დაუკავშირდა და მას მცირე კომენტარი ჩამოართვა.
“ლუსიტანუში “იბერიანსისგან” განხსვავებით უფრო ძლიერი გუნდია. ფაქტიურად, პორტუგალიის ნაკრებს ვეთამაშებით, რადგან “ლუსიტანუში” პორტუგალიის ნაკრების საბაზისო გუნდია. “იბერიანსისგან” განსხვავებით მეტად გაშლილ რაგბის თამაშობენ, ფრთებს მეტად იყენებენ. ასე რომ, საკმაოდ რთულ მატჩს ველოდები. მოიგებს ის გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშცვებს.”-გვითხრა ლაშა ხმალაძემ
შავმა ლომმა და ლუსიტანოშმა თავიანთი კონფერენციები პირველ ადგილზე დაასრულეს. ქართულმა გუნდმა ტურნირის ნახევარფინალში ესპანური იბერიანსი, ლუსიტანუშმა კი, თელავივ ჰიტი დაამარცხა.
ფინალი პორტუგალიაში იმიტომ ტარდება, რომ ლუსიტანუშმა ჯგუფი უფრო მეტი ქულით დაასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings