in

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის კიდევ ერთი მიღწევა. ლაშა შავდათუაშვილის მდიდარ კოლექციას პარიზის გრანდ სლემის “დიდი მუზარადის” ოქროს მედალი აკლდა და მან ამ ტურნირზე ეს მედალი დღეს მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში ლაშამ იაპონელი სიუჩი ჰაშიმოტო შიდოებით დაამარცხა.

30 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე: ბრაზილიელ ჟულიო კოდას, ფრანგ ბენჟამინ გაბას და უზბეკ შახრამ ახადოვს მოუგო.

ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ძიუდოისტია, რომელიც სამი დიდი ტურნირის-ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი ოქროს მედალს ფლობს. ასევე, იგი სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელია. მის მდიდარ კოლექციას პარიზის გრანდ სლემის ოქრო აკლდა და ისიც შემატა.

გეტყვით იმასაც, რომ დღეს პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები-ვაჟა მარგველაშვილმა და ჯაბა პაპინაშვილმა მოიპოვეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ლაშა შავდათუაშვილი საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტად აღიარა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა ქუმარიტაშვილი ორი დაშვების შემდეგ 31-ეა

ფინალამდე ცოტა დაგვაკლდა:საქართველო ოლიმპიადაზე მეექვსეზე გავიდა