ბუდაპეშტის “ფერენცვაროშიდან“ წამოსული ლაშა დვალი დიდი ალბათობით ნიქოზიას „აპოელში“ ჩაირიცხება. ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ჩვენიანმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, ხოლო კლუბმა იურიდიულად მოასწროს ტრანსფერის გაფორმება.
დვალი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის.
ბარემ ვთქვათ, რომ „აპოელს“ დღეს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი აქვს პლოვდივის „ბოტევთან“ (პირველი მატჩი 0:0).
შეგახსენებთ, ამ „აპოელში“ თამაშობენ მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ცოტა ხნის წინ გუნდიდან სამხრეთ კორეაში წავიდა.
კვიპროსშია ავთო ებრალიძეც, რომელიც „ანორთოსისში“ ახლახან მივიდა და ახალი გუნდის მაისურით თავი პირველივე საკონტროლო შეხვედრაში გამოიჩინა.
ფამაგუსტელები პოლონურ შეკრებაზე არიან, სადაც ამხანაგურ მატჩში ისრაელის პეტაჰ ტიკვას „ჰაპოელთან“ 2:3 დამარცხდნენ. ძირითად შემადგენლობაში არც ებრალიძე ყოფილა და არც გიორგი ლორია. ებრალიძე შეცვლაზე შევიდა, 90-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და გოლიც გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings