საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი ბულგარეთშია, ცსკა 1948-სთან საბოლოო დეტალებს ათანხმებს და 27 აგვისტოს კონტრაქტს გააფორმებს – ინფორმაციას ერთდროულად ავრცელებენ ბულგარული გამოცემა sportal-ი და Geo Team-ი.
„191 სმ სიმაღლის მცველი 27 აგვისტოს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ის კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 30 წლის ქართველი, სავარაუდოდ, კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება“, – ეს ბულგარული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.
ლაშა დვალი ბოლოს კვიპროსის აპოელ-ში თამაშობდა, თუმცა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა. 30 წლის ქართველი ასევე გამოდიოდა „სკონტოში“, „ქასიმფაშაში“, „დუისბურგში“, „სლასკში“, „ირტიშში“, „პოგონსა“ და „ფერენცვაროშში“.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings