in

ლაშა დვალი სოფიის ცსკა-ში წავიდა

ბულგარული ცსკა 1948-ის მეპატრონე ცვეტომირ ნაიდენოვმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი კარიერას სოფიის გუნდში გააგრძელებს, – ინფორმაციას ბულგარული გამოცემები ავრცელებენ და მოსალოდნელ ტრანსფერზე “ლელომაც” გაცნობათ.

“ცსკა 1948-მა ჰიტ-ტრანსფერი განახორციელა. გუნდმა საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი დაიმატა. გარიგების შესახებ კლუბის მფლობელმა ცვეტომირ ნაიდენოვმა განაცხადა.

დვალი თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც ზაფხულში ნიქოზიის აპოელ-ი დატოვა. 30 წლის ცენტრალური მცველი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში სწორედ ამ კვიპროსულ გუნდში თამაშობდა. მანამდე კი უნგრული “ფერენცვაროშის” ფეხბურთელი იყო.

მის მდიდარ სავიზიტო ბარათში არის კლუბები – ლატვიური “სკონტო”, ინგლისური “რედინგი”, თურქული “ქასიმფაშა”, გერმანული “დუისბურგი”, ყაზახური “ირტიში”, ასევე, პოლონური კლუბები – ვროცლავის “შლიონსკი” და შჩეცინის “პოგონი”.

დვალმა 45 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა საქართველოს ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. “ქართველი ოსტატი”, – ვკითხულობთ ლაშა დვალის ვიდეოს ქვეშ”, – წერს ბულგარული გამოცემა “ფაქტები” (Fakti).

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილის შტურმი შტურმში მოჰყვა – 0:5 ნორვეგიაში