in

ლაშა გაგნიძე ევროპის ჩემპიონია: ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო ახალგაზრდულ ევროპაზე

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მოახერხა ლაშა გაგნიძემ (63.5 კგ.), რომელმაც ფინალში ბელარუსი მატვეი დავიდაუ დაამარცხა. გადამწყვეტი ორთაბრძოლა უკრაინელ აიდერ აბდურაიმოვთან და ვერცხლს დასჯერდა გიორგი საჯაია (54 კგ.), ხოლო მიხეილ ჟორჟოლიანი (71 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ევროპირველობაში მონაწილეობას 38 ქვეყნის მოკრივეები იღებდნენ, რომელთა შორის 9 ქართველი იყო, თუმცა, არამ ხრიკიანი (57 კგ.), საბა ტყებუჩავა (60 კგ.), ლუკა ნიქაბაძე (67 კგ.), ირაკლი ჯანელიძე (75 კგ.), გიორგი დეკანოზიშვილი (80 კგ.) და ვანუჰ მანასიანი (60 კგ.) უმედლოდ დარჩნენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფევაძის საუკეთესო მატჩი ესპანეთში: ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე

30-ე 30-ზე: მგლებს ყმუილი დაავიწყდათ – IX ტური