in

ლატვიასთან წავაგეთ, წინ ორი მატჩია, უკვე თბილისში

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ვერცხლის ლიგის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს.

გუშინ დაძაბულ ბრძოლაში საქართველო ლატვიასთან დამარცხდა 0:3 (23-25; 14-25; 14-25).
თამაშს საქართველოდან ესწრებოდა საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი, გენერალური მდივანი ალექსანდრე გასვიანი და საქართველოს ელჩი ლატვიაში ირაკლი ყურაშვილი.



სპორტსმენებს წინ კიდევ ორი თამაში დარჩათ ჩასატარებელი. აღსანიშნავია, რომ ისლანდიასა და ლუქსემბურგთან შეხვედრებს 31 მაისსა და 2 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლე უმასპინძლებს. თამაშებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე ორი მოგებაა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველივე შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრები 3:0 დაამარცხა. ასევე გამარჯვება მოიპოვა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან.


ვერცხლის ლიგის ტურნირი 16 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობას 10 ქვეყანა – საქართველო, ფინეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, ლატვია, ფარერის კუნძულები, უნგრეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი და ბოსნია-ჰერცეგოვინა – იღებს.

ფინალური ეტაპი 13-16 ივნისს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კანკავა ევროზე არ იქნება: მადლობა ნდობისთვის, მაგრამ ევროპაზე გულშემატკივრად წავალ

ვიდეო: შენგელიას 11 ქულა და მოგება ნახევარფინალის პირველ მატჩში