ქართველი მებრძოლმა ზვიად ლაზიშვილმა, რომელიც LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია, UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა. მისი მეტოქე მექსიკელი ჯონათან მარტინესი იყო, რომელსაც კარიერაში 13 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა.
UFC VEGAS 41-ზე ლაზიშვილი პირველად გავიდა ოქტაგონზე და მეშვიდე ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში იასპარეზა.მებრძოლებმა სამი 5-წუთიანი რაუნდი სრულად იჩხუბეს. მსაჯების გადაწყვეტილებით, ბრძოლის გამარჯვებული ჯონათან მარტინესი გახდა (30-27, 29-28, 29-28)
ლაზიშვილს აქამდე 13 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და 13-ვეში გაიმარჯვა.
GIPHY App Key not set. Please check settings