in

კურტუა: როდესაც სიტი საუკეთესო გუნდად დასახელდა სიცილს ვერ ვიკავებდით

გუშინ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საფუძველი 1956 წელს, “ფრენჩ ბუთბოლმა” და მისმა სულისჩამდგმელმა, ანომ ჩაუყარა საფუძველი.

ოქროს ბურთის მფლობელი კარიმ ბენზემა გახდა, რომელიც 1956 წლის შემდეგ ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი გახდა უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოთი. უპირველეს დაჯილდოვებაზე კი ლეგენდარული სტენლი მეტიუზი, 41 წლის ასაკში ავიდა კვარცხლბეკზე.

ჰოდა, გუშინ საუკეთესო ფორვარდი, გუნდი, ახალგაზრდა მოთამაშე და მწვრთნელიც დასახელდა.

საუკეთესო გუნდის ჯილდო კი “მანჩესტერ სიტიმ” მიიღო, რაზეც ტიბო კურტუას სახალისო კომენტარი ჰქონდა:

“როდესაც გამარჯვებულად სიტი დასახელდა ერთმანეთს ვუყურებდით და სიცილს ვერ ვიკავებდით. სიტი დიდი გუნდია, მაგრამ გასულ სეზონში რეალმა ყველაფერი დაჩრდილა”. რთულია, შეეკამათო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ტურის საუკეთესო პერფორმანსში ხვიჩა შეიყვანა!

შევჩენკომ მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა!