in

კუნ აგუერო: ბარსელონასთვის მზად ვარ თამაშის სტილიც შევიცვალო

33 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ ესპანურ “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა და გუნდმა “კამპ ნოუზე” მისი წარდგენის ცერემონიალიც მოაწყო. ამის მერე აგუერომ პირველი კომენტარიც გააკეთა.

“ბარსელონა მსოფლიოში პირველი გუნდია, ამდენად, მიმაჩნია, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. იმედი მაქვს, გუნდის დახმარებას მოვახერხებ. რასაკვირველია, აქ გადმოსვლა ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან ბედნიერი ვარ და მჯერა, რომ გუნდთან ერთად ტიტულების მოგებას მოვახერხებ. მთავარი ისაა, რომ ამ შემადგენლობაში თამაში მინდა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა შემდეგი სეზონის ბოლოს ჯილდოებით შევხვდეთ. იმედია, ქომაგები ჩემი თამაშით კმაყოფილები დარჩებიან. იმისთვისაც კი მზად ვარ, რომ “ბარსელონას” გამო ჩემი სათამაშო სტილი შევცვალო. გუნდს ჩემს გამოცდილებასაც მოვახმარ”, – თქვა სერხიო აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ სერხიომ კატალონიურ გრანდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო თუკი გუნდს ამ პერიოდში დატოვებს, მის მსურველს 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. აგუერო ესპანეთში 10-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა. ის 2011 წლიდან “მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა, რომლის მაისურით ჩატარებულ 390 მატჩში 260 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. კუნი 2006-2011 წლებში მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა და ლა ლიგაში 74 გოლი აქვს გატანილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კოპა ამერიკა ბრაზილიაში ჩატარდება

ლუკაკუ საუკეთესო ფეხბურთელია, რონალდო – თავდამსხმელი: იტალიაში ჯილდოები ჩამოარიგეს