ხვიჩას თანაგუნდელი და პარტნიორი შეტევაში ოსიმჰენი ჯერ არ აპირებს პრემიერლიგაში წასვლას: „ნაპოლიში“ ყველაფერი მაწყობს“.
“ნაპოლი” და “ფულჰემი” აპირებენ “ბარსელონას” მეკარე ნეტუსთვის იბრძოლონ.
“იუვენტუსმა” წინადადება მოამზადა “ლივერპულის” თავდამსხმელ ფირმინიოზე.
“კომომ” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია სესკ ფაბრეგასთან.
პსჟ და რენატო სანჩესი წლიურ 5 მილიონიან ხელფასზე შეთანხმდნენ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ლილთან“.
„რეალი“ ახლოსაა მაიორალის გაყიდვასთან „ხეტაფეში“.
„ბარსელონამ“ და „სევილიამ“ კუნდეს ტრანსფერი შეათანხმეს – 50+10 მლნ ევრო. კუნდემ „ბარსელონა“ აირჩია სპორტული კრიტერიუმით, მას შემდეგ, რაც ჩავისაც ელაპარაკა და ტუხელსავ.
„მანჩესტერი“ აკვირდება სლოვენიის ნაკრების 19 წლის ფორვარდ შეშკოს. ეს ბიჭი „ნიუკასლსაც“ აინტერესებს.
„მანჩესტერი“ ბოლოჯერ შეეცდება ანტონი იყიდოს „აიაქსიდან“ 60 მლნ ევროდ. ტენ ჰაგი მიიჩნევს, რომ ოს პრემიერლიგის ვარსკვლავი გახდება.
„ბაიერნმა“ შეათანხმა 17 წლის ტელიას ტრანსფერი „რენთან“ – 20+8.5 მლნ ევროდ. კონტრაქტი 2027 წლამდეა.
„ევერტონს“ სურს „ვულვზის“ ნახევარმცველი დენდოკერი.
„ლიონმა“ გამოაცხადა „აიაქსიდან“ ტალიაფიკოს გადასვლა. ზამთარში ამსტერდამელებმა ფეხბურთელი „ბარსაში“ არ გაუშვეს.
დორტმუნდის „ბორუსიამ“ უარი თქვა „ლივერპულთან“ ლაპარაკზე ჯუდ ბელინგემის თაობაზე.
„ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესებული არიან ტოპ 5 ლიგის საუკეთესო დრიბლინგის ავტორით სენ-მაკსიმენით. „ნიუკასლს“ მის სანაცვლოდ 40 მლნ ფუნტი სურს.
პსჟ-ს 10 მლნ ევრო უნდა „რომასგან“ ვეინალდუმის სანაცვლოდ. რომაელები მზად არიან იჯარისთვის და ხელფასის 50%-ის გადახდისთვის.
გლადბახის „ბორუსია“ შესაძლოა ალასან პლეამ დატოვოს. 29 წლის ფრანგით დაინტერესებული არიან „მარსელი“, „ნიცა“, „ნოტინგემი“ და კიდევ ერთი ინგლისური გუნდი.
GIPHY App Key not set. Please check settings