კატალონიის “ბარსელონაში” მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლება. “ბარსელონას” მომდევნო სეზონშიც რონალდ კუმანი უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დაადასტურა.
“რონალდ კუმანთან კონტრაქტი გაგრძელდება და ის კლუბს მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს. კმაყოფილები ვართ, რომ ყველა ამ აზრზე შევჯერდით. რონალდი მოტივირებულია და მას უკვე აქვს კლუბში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. კუმანი სწორედ ის მწვრთნელია, რომელიც ჩვენ გვინდოდა. ვეცდებით, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი გავხდეთ”, – განაცხადა ლაპორტმა “ბარსელონას” ვებგვერდთან.
“ბარსელონას” პრეზიდენტმა ასევე კლუბში ახალი სახეების გამოჩენაც დააანონსა. შეგახსენებთ, რომ კატალონიურ გუნდს სერხიო აგუერო, ერიკ გარსია და ემერსონი ახალი სეზონისთვის შეუერთდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings