უბრალოდ გენიალური და უბერებელი. კრიშტიანუ რონალდომ ისტორია გადაწერა. 36 წლის პორტუგალიელი სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
გუშინ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პორტუგალიამ ირლანდია 2:1 დაამარცხა. პირველ ნახევარში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პენალტი ვერ გაიტანა და საბოლოოდ მისმა გუნდმა თამაში წააგო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროზე კრისტიმ ორჯერ აიღო ირლანდიელთა კარი და ალი დაეის რეკორდიც გააუმჯობესა.
ამ თამაშამდე რონალდოს და დაეის საერთაშორისო დონეზე 109-109 გოლი ჰქონდათ გატანილი. ახლა კი 36 წლის პორტუგალიელის ანგარიშზე ნაკრების მაისურით უკვე 111 გოლი.
პორტუგალიის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ A ჯგუფში ჩატარებულ 4 მატჩში 10 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. ირლანდია 3 თამაშში 0 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილზე რჩება.
GIPHY App Key not set. Please check settings