in

კრიშტიანო გინესის რეკორდებშია: კაცი ისტორია – 200 მატჩი ნაკრებში

კრიშტიანო რონალდომ საოცარი შედეგი დააფიქსირა: მან ეროვნულ ნაკრებში 200 მატჩი ჩაატარა, გახდა ისტორიაში პირველი და ამით გინესის რეკორდების წიგნიც დააინტერესა.

38 წლის ფორვარდი ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ისლანდიასთან ძირითადში იყო (1:0 პორტუგალიამ მოიგო). ის გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 200 მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში.

რონალდოს პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი 2003 წელს ჰქონდა. მის ანგარიშზე უკვე 123 გოლია ნაკრებში. ის გახდა ევროპის ჩემპიონი 2016 წელს და მოიგო პირველი ერთა ლიგა (2018/19).

კრიშტიანო: „ეს წარმოუდგენელი მიღწევაა, ეს საოცრებაა. თანაც გამარჯვების გოლის გატანა – ეს რაღაც განსაკუთრებულია. მადლობა უნდა ვუთხრა სტადიონს, ისლანდიას, ხალხს და გულშემატკივრებს ჩემთვის ასეთი საღამო რომ მოაწყვეს. მადლობა ყველას, მათ ჩემი დღე შექმნეს“.

ისლანდია-პორტუგალიის მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ რონალდომ გაიტანა 90+1 წუთზე. მასპინძლები 81-ე წუთზე კაცნაკლული დარჩნენ.

თამაშის დაწყებამდე კი რონალდომ გინესის რეკორდების წიგნის სერტიფიკატი მიიღო, როგორც პირველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 200 მატჩი ითამაშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს იყო სიურეალისტური მატჩი: საქართველომ ევროპა დაგვანახა

ვის შეხვდებიან ქართული კლუბები მეორე ეტაპზე: წილისყრამ სავარაუდო მეტოქეები გაგვირკვია