კრიშტიანო რონალდომ ბოლო სამ ათწლეულში 100 გოლზე მეტი გაიტანა თითოში.
ბოლოს 38 წლის ფეხბურთელმა ნაკრების რიგებში ევროშესარჩევში დუბლი შეასრულა.
ახლა მის ანგარიშზე 101 გოლია მიმდინარე ათწლეულში. 2011-დან 2020 წლამდე მან 550 ბურთი გაიტანა, ხოლო 2001-2010 წლებში – 206 გოლი.
თითო ათწლეულში მინიმუმ 100 გოლის გატანა ასევე მოუხერხებიათ – ალფრედო დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშს, პელეს, რომარიოს და ლეო მესის.
რონალდოს 700 გოლი უპენალტოდ: გამოცდა 1000 გოლზე და 125 გოლი ნაკრებში
კრიშტიანომ სლოვაკეთთან ხსენებულ მატჩში კარიერაში 153-ე დუბლი შეასრულა.
თუმცა ის ამ მაჩვენებლით მაინც ჩამორჩება მესის, არგენტინელმა 156-ჯერ გააკეთა დუბლი.
სამაგიეროდ პორტუგალიელი უსწრებს იმ მატჩების რაოდენობით, რომელშიც ორზე მეტი გოლი გაიტანა – 216 კრიშტიანოს და 213 ლეოს.
GIPHY App Key not set. Please check settings