კრიშტიანო რონალდომ გამარჯვების გოლი (თითქმის) გაიტანა არაბეთის ჩემპიონთა თასის მატჩში ტუნისის „მონასტირის“ წინააღმდეგ.
პორტუგალიელმა თავით გაიტანა ფლანგური ჩაწოდების შემდეგ – ეს მისი პირველი გოლია ბოლო 6 მატჩში (ამხანაგურების ჩათვლით).
ბევრმა მიაქცია ყურადღება, რომ რონალდო გოლის აღსანიშნავად სამწვრთნელო შტაბისკენ გაიქცა, რომელსაც მისი თანამემამულე ლუიშ კაშტრუ უდგას სათავეში.
სიმბოლურია იმის ფონზე, რომ კრიშტიანო ჩხუბობდა ერიკ ტენ ჰაგთან „მანჩესტერში“ და ფერნანდო სანტუშის გადაწყვეტილებით ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. დიდი ხანია, კრიშტიანოსა და მწვრთნელს შრის ასეთი თბილი დამოკიდებულება არ გვინახავს.
რონალდოს გოლის შემდეგ ანგარიში 2:1 გახდა, თამაში და 3:1 დასრულდა.
ახლა რონალდოს ანგარიშზე გატანილი გოლია ზედიზედ 22 სეზონში .
GIPHY App Key not set. Please check settings