„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ თავის პირველ კლუბს, „სპორტინგს“ ჩემპიონობა მიულოცა.
„ვულოცავ ჩემპიონებს“ – დაწერა 36 წლის რონალდომ.
„სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონი 2001/02 წლის სეზონის შემდეგ პირველად გახდა. 32–ე ტურში გუნდმა „ბოავიშტას“ ანგარიშით 1:0 მოუგო და 82 ქულის დაგროვება შეძლო.
„პორტუს“ 74 ქულა აქვს და ლისაბონელებს უკვე ვეღარ დაეწევა.
რონალდუ „სპორტინგის“ სიაში 2002/03 წლებში თამაშობდა და პორტუგალიის სუპერთასის მოგება შეძლო.
2003 წელს კრიში „მანჩესტერ იუნაიტედში“ წავიდა, მაშინ ის მხოლოდ 18 წლის იყო.
in ფეხბურთი
კრიშტიანომ სპორტინგს 19 წლის განმავლობაში პირველი გამარჯვება მიულოცა

GIPHY App Key not set. Please check settings