in

კრეატიულობისთვის დასჯილი მსაჯები: სახალისო შემთხვევა სამხრეთ ამერიკიდან

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი არგენტინასა და ჩილეს შორის სახალისო აღმოჩნდა. თამაშის  მიმდინარეობა კლასიკურად დაძაბული და საინტერესო იყო, რომელშიც მესის გარეშე მყოფმა არგენტინამ დი მარიასა და ლაუტაროს გოლებით შეძლო ჩილეს დამარცხება 2:1.

თუმცა თამაშის ყველაზე ფერადი მონაწილეები მსაჯები იყვნენ. მატჩს ბრაზილიელი ანდერსონ დარონკო მსაჯობდა, რომელიც აღნაგობით გამოირჩევა. ჟურნალისტები ხშირად ხუმრობენ, რომ მის გვერდით ჰალკიც კი ბავშვივით გამოიყურებაო. თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში მთავარ არბიტრზე მეტი ყურადღება გვერდითა მსაჯებმა მიიქციეს. ფაბრიციო ვილარინიომ და როდრიგო ფიგეირედომ სტადიონზე აღმოაჩინეს, რომ დროშები სასტუმროში დარჩათ. მათ იმპროვიზაციას მიმართეს და მათ მიერ ყვითელი ჟილეტებისგან შექმნილი დროშებით გავიდნენ. 

This image has an empty alt attribute; its file name is The-detail-that-nobody-observed-in-Chile-Argentina-what-the-lines-1024x576.jpg


მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში სასტუმროდან დროშები მიუტანეს, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ხელმძღვანელებს ეს ფაქტი არ გამოპარვიათ და გვერდითა მსაჯებს 4-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. მთავარ მსაჯი კი გადარჩა, მას ბრალი ვერაფერში წაუყენეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: აფრასიძემ ლა როშელი დაალელოვა

შოთას ბრიტანული გოლები