ავტორიტეტული რუსული გამოცემა euro-football.ru იუწყება, რომ რუსული “კრასნოდარი” მზად არის ირაკლი აზაროვის ნაცვლად 2 მილიონი ევრო გადაიხადოს.
“რუბინში” ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული მატჩების შემდეგ, რუსული კლუბები ქართულ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდნენ. ცოტა ხნის წინ, მოსკოვის “დინამომ” თბილისის “დინამოსგან” ლუკა გაგნიძე შეიძინა. ახლა კი, “კრასნოდარი” საქართველოს ნაკრების და ბათუმის “დინამოს” მარცხენა განაპირა მცველით არის დაინტერესებული. აზაროვბა ბათუმური გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. “კრასნოდარი” მზად არის ქართველის სანაცვლოდ “დინამოს” 2 მილიონი ევრო გადაუხადოს”, – წერს რუსული გამოცემა.
შეგახსენებთ, ირაკლი აზაროვის შეძენა თურქულ “ტრაბზონსპორს” უნდოდა, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
შეგახსენებთ, ირაკლი აზაროვი საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
GIPHY App Key not set. Please check settings