2024 წლის კოპა ამერიკის წილისყრა გაიმართა. ცერემონია აშშ-ს ქალაქ მაიამიში ჩატარდა. ტურნირში კი 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
A ჯგუფი
არგენტინა, პერუ, ჩილე, კანადა/ტრინიდადი
B ჯგუფი
მექსიკა, ეკვადორი, ვენესუელა, იამაიკა
C ჯგუფი
აშშ, ურუგვაი, პანამა, ბოლივია
D ჯგუფი
ბრაზილია, კოლუმბია, პარაგვაი, კოსტა რიკა/ჰონდურასი
კოპა ამერიკის ბოლო ორი მონაწილე პლეი ინში გაირკვევა.
კოპა ამერიკის მასპინძელი აშშ-შია, ტურნირი 20 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. გახსნის მატჩი ატლანტაშია: მოქმედი ჩემპიონი არგენტინა კანადასა და ტრინიდადს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ფინალს მაიამი უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ კოპა ამერიკა ემთხვევა ევროპის ჩემპიონატს, მეტიც, ფინალი ერთ დღეს გაიმართება.