სამხრეთამერიკული ტურნირის კოპა ამერიკას 47-ე გათამაშება, რომელმაც სტარტი 13 ივნისს უნდა აიღოს, გახსნით მატჩამდე ორი კვირით ადრე ჩაშლის პირასაა. ტურნირს, რომელიც არგენტინასა და კოლუმბიას უნდა მიეღო, მასპინძელი აღარ ჰყავს.
პირველად 1983 წლის შემდეგ, ტურნირის გამართვა ერთბაშად ორ ქვეყანაში – კოლუმბიასა და არგენტინაში იგეგმებოდა, მაგრამ 2021 წლის გაზაფხულზე, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზის გამო, კოლუმბიამ მასპინძლობაზე უარი თქვა. სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (კონბემბოლი) მიერ ახლახან გაკეთებული განცხადებიდან კი ირკვევა, რომ კოპა ამერიკის მასპინძლობის უფლება არგენტინასაც ჩამოერთვა, რისი მიზიზეც “არსებული ვითარების” გაუარესებაა.
ორგანიზატორები სიტყვების შინაარსს არ განმარტავენ, თუმცა სავარაუდოდ, ვითარების გაუარესებაში ქვეყანაში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვის მატება უნდა იგულისხმებოდეს.
“კონმებოლი განიხილავს სხვა ქვეყნების წინადადებებს, რომლებმაც კონტინენტური ტურნირის ჩატარების ინტერესი გამოთქვეს. სიახლე უახლოეს მომავალში გამოცხადდება”, – ნათქვამია კონფედერაციის განცხადებაში.
“კოპა ამერიკა 2021”, რომელიც 13 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით უნდა გაიმართოს, ათი სამხრეთამერიკული ქვეყანა მონაწილეობს: არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ეკვადორი, ვენესუელა, კოლუმბია, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი, ჩილე. ტურნიში ასევე მიწვეულია ორი ნაკრები – ავსტრალია და ყატარი
GIPHY App Key not set. Please check settings