in

კოპა ამერიკა შესაძლოა კოლუმბიაში აღარ ჩატარდეს

სამხრეთ ამერიკის პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის დაწყებამდე ერთი თვე რჩება, მაგრამ შესაძლოა ტურნირს მხოლოდ ერთი მასპინძელი ჰყავდეს. ამჯერად, კორონავირუსი არაფერ შუაშია. ბოგოტაში ანტისამთავრებო გამოსვლები მიმდინარეობს. გუშინ, მომიტინგეები სპეცრაზმისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალეს.

ავტორიტეტული გამოცემა TNT sports იუწყება, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური არეულობის ფონზე, ქომაგთა უსაფრთოების მიზნით კონმებოლმა შესაძლოა ტურნირი მხოლოდ არგენტინაში ჩაატაროს.

“სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის მასპინძელი კოლუმბია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში განვითარებული არეულობის ფონზე, დიდია ალბათობა, რომ კოპა ამერიკა სულ სხვა სახელმწიფოში ჩატარდეს, ან მხოლოდ არგენტინაში”, – იუწყება TNT Sports.

კოპა ამერიკა 13 ივნისადან 10 ივლისის ჩათვლით უნდა გაიმართოს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: კონტემ და ლაუტარომ კრივი გამართეს – ფორვარდი რომასთან მატჩის შემდეგ გაბრაზებული იყო

გაუქმდეს ტოკიოს ოლიმპიადა: პეტიციას 350 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს