გამოცემა FourFourTwo-მა მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე ხმაურიანი კონფლიქტების რეიტინგი შეადგინა.
სიაში ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის 50 კონფლიქტური სიტუაცია შეიყვანეს.
ტოპ 10 ასეთი გამოვიდა:
- არსენ ვენგერი და ალექს ფერგიუსონი – „არსენალისა“ და „მანჩესტერის“ კონკურენციისა და პრესაში კბენების გამო;
- ზინედინ ზიდანი და მარკო მატერაცი – 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეურაცხყოფის გამო;
- მაქსი ლოპესი და მაურო იკარდი – ვანდა ნარას ამ უკანასკნელთან წასვლის გამო;
- როი კინი და მიკ მაკარტი – მწვრთნელის მიმართ ფეხბურთელის კრიტიკის გამო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს;
- ნიკოლა ანელკა და რაიმონ დომენეკი – მწვრთნელის მიმართ ფეხბურთელის კრიტიკის გამო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს;
- ლოთარ მატეუსი და შტეფან ეფენბერგი– ურთიერთკრიტიკის გამო;
- როი კინი და პატრიკ ვიეირა – მოედნის ცენტრში მეტოქეობის გამო;
- „ნიუკასლის“ ფანები და მაიკ ეშლი – კლუბის არაეფექტიანად მართვის გამო;
- არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო – პორტუგალიელის „ჩელსიში“ მუშაობის დროს პრესაში კინკლაობის გამო;
- ქარიმ ბენზემა და დიდიე დეშამი – ფეხბურთელის ნაკრებში არგამოძახების გამო მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული შანტაჟის საქმიდან გამომდინარე.
აღვნიშნოთ, რომ ლუის სუარესისა და პატრის ევრას კონფლიქტი სავარაუდოდ რასისიტული შეურაცხყოფის გამო მე-13 ადგილზე გავიდა, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და პეპ გვარდიოლას „ბარსელონური“ უთანხმოება მე-14 ადგილზე.
GIPHY App Key not set. Please check settings