in

კონტე გერმანიაში მიდის, კვარა უნდა ნახოს: კიდევ ერთი სეზონი ნაპოლიში – პსჟ ქართველს ვერ ყიდულობს

La Gazzetta dello Sport წერს, რომ “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მალე გერმანიაში გაფრინდება, სადაც ევროპის ჩემპიონატია რამდენიმე მატჩს დაესწრება.

წყაროს ცნობით, “პარტენოპეის” დამრიგებელმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ვეტო საბოლოოდ დაადო და ჩვენებური სამომავლოდ გუნდის ლიდერად ესახება.

მისი გერმანიაში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ხვიჩასთან შეხვედრა იქნება. კონტეს უნდა, რომ ქართველს განუმარტოს თუ რას აპირებს მასთან დაკავშირებით, რა გეგმები აქვს და ამ ყველაფერზე პირადად გაესაუბროს. შესაბამისად, ანტონიო შეიძლება საქართველოს ნაკრების მატჩსაც დაესწროს.

“ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც “პარტენოპეიში” იასპარეზებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პსჟ-მა “კვარას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, მამუკა ჯუღელმა კი გადაწყვეტილება “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მიანდო.

“ლუის კამპოსი (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) დარწმუნდა, რომ არჩევანი არ აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ვერ მოახერხებს. ის უკან უნდა დაიხიოს ისე, როგორც ეს “ნაპოლეონმა” რუსეთში გააკეთა და საკუთარი გეგმები დაივიწყოს.

კამპოსს ქართველის აგენტთან მოლაპარაკებები ჰქონდა, მეტიც, ფეხბურთელი მზად იყო პარიზში გადაბარგებულიყო, კამპოსი “კვარას” 5-წლიან კონტრაქტსა და 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა. ხვიჩას აგენტის პოზიცია კი არ შეცვლილა, მან ბოლო სიტყვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მიანდო, კინოპროდიუსერს ხვიჩას შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია.

საბოლოოდ, “ნაპოლი” და “კვარას” აგენტი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი “პარტენოპეიში” მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ გაატარებს და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გაუმჯობესდება”, – წერს იტალიური გამოცემა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემი ხედვა 100 პროცენტით შეცვლილია… საბა გოგლიჩიძე ემპოლიში” რჩება და მომავალ სეზონს იმედით უყურებს.

სად აშენდება, რას უმასპინძლებს, უეფა რას იტყვის… ახალი სტადიონისთვის სამთავრობო კომისია შეიქმნა