in

კონტე გადაწყვეტილიაო: ნაპოლი ახალ მწვრთნელს სამ წელიწადზე შეუთანხმდა

„ნაპოლი“, როგორც ჩანს, მწვრთნელზე ჩამოყალიბდა. ან შეიძლება ითქვას, რომ როგორც იქნა, დაითანხმა ანტონიო კონტე. ბოლო კანდიდატურებს შორის დე ლაურენტისის დიდი ხნის სურვილი ასრულდება და გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი მის გუნდს ჩაუდგება სათავეში.

იტალიური მედია იუწყება, რომ კლუბის პრეზიდენტმა და მწვრთნელმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, რომელიც ჯერ საჯაროდ უცნობია.

კონტე მიიღებს სამწლიან ხელშეკრულებას, სეზონში 6.5 მილიონ ევროს. ის სამწვრთნელო შტაბს სრულად საკუთარი სურვილით დააკომპლექტებს და პლუს სურს, რომ გუნდის საქმეებში არავინ ჩაერიოს.

საინტერესოა, რომ კონტე მიიჩნევს, რომ „ნაპოლის“ კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ რამდენიმე ახალი შენაძენი არ აწყენდათ, თანაც საჭირო ჰგონია ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მუშაობაც.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ამ სეზონში უკვე სამი დამრიგებელი ჰყავდა: რუდი გარსია, ვალტერ მაცარი და ახლა ფრანჩესკო კალცონა, ხოლო კონტემდე განიხილებოდა ვინჩენცო იტალიონოს და სტეფანო პიოლის კანდიდატურები.

რაც შეეხება ანტონიო კონტეს, ბოლოს ის „ტოტენჰემში“ მუშაობდა, ისე კი სამჯერ გამხდარა ქვეყნის ჩემპიონი – ინგლისში „ჩელსისთან“ ერთად, ხოლო სამშობლოში სკუდეტო მოაგებინა „ინტერს“ და „იუვენტუსს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულეა: ტენერიფე ფინალშია

ევროპაზე გასვლამ საქართველო კომპლექსებისგან გაათავისუფლა: ვილი სანიოლმა საქართველოზე ისაუბრა