მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი საქართველოს ნაკრებმა იზმითში, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან, ოთარ კიტეიშვილის პასით, გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა მეორე ტაიმში გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მსოფლიოზე საქართველოს ადგილი არ არის: თურქეთთანაც უშანსოდ წავაგეთ – ამერიკული ოცნება მორჩა
ჯგუფის მეორე თამაშში ესპანეთის ნაკრებმა ბულგარეთს 4:0 სძლია. საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ნოემბერში, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
ვილი სანიოლი:
„პირველ და მეორე ტაიმს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო. მატჩი ისე დავიწყეთ, თითქოს მოგება ინტენსივობის და აგრესიული თამაშის გარეშე შეგვეძლო. თურქეთის ძალიან კარგი ნაკრების წინააღმდეგ კი, ეს შეუძლებელია.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას. ვფიქრობ, არა მხოლოდ ფეხბურთელები, ჩვენ ყველა კომფორტის ზონაში აღმოვჩნდით, საიდანაც გამოსვლა რთული აღმოჩნდა. როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, მნიშვნელოვანია, რომ რეალობა გულწრფელად მიიღო.
ბოლო 10 თვის განმავლობაში გვაკლია ის, რაც ჩვენს გუნდს ახასიათებდა – ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა და პირველიდან ბოლო წუთამდე ისე თამაში, თითქოს ეს ცხოვრების ბოლო მატჩია. თუ გვსურს, რომ კვლავ გვქონდეს წარმატება მომავალში, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისე გადამწყვეტ თამაშებში. სწრაფად უნდა მოვახდინოთ გადატვირთვა და დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც ვიცოდით, რომ თითოეულ მატჩში საჭიროა ბრძოლა შედეგის მისაღწევად. ბოლო პერიოდში ეს გვაკლია და, უახლოეს მომავალში, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება წარმოვადგინოთ ბევრად უკეთესი საქართველოს ნაკრები, ვიდრე ეს უკანასკნელ შეხვედრებში იყო”.
GIPHY App Key not set. Please check settings