in

კოლუმბიას კოპა ამერიკას ართმევენ

კოლუმბიას 2021 წლის ამერიკის თასის ჩატარების უფლებას ჩამოართმევენ. ამის შესახებ Marca იუწყება.

ტურნირი მთლიანად არგენტინაში ჩატარდება. თავდაპირველად დადგენილი იყო, რომ ეს ორი ქვეყანა ერთობლივად მიიღებდნენ ტურნირს.

ცვლილების მიზეზი კოლუმბიაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და ქვეყანაში არსებული კორონავირუსის სიტუაციაა.

გადასახადების გაზრდის საწინააღმდეგო აქციები კოლუმბიაში 28 აპრილს დაიწყო და უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ ამ იდეაზე უარი თქვა.

კოპა ამერიკა 13 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაშა სალუქვაძე: ცუდი არ იქნება ცოტა ხნით კვარაცხელიას სლუცკისთან დარჩენა

უეფამ კლუბების ზარალი დაადგინა: მილიარდებზეა საუბარი