საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა გუნდები მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე იწყებენ. რამდენიმე კლუბში დიდი რეორგანიზაცია იწყება. ჩვენ, განსაკუთრებით, იმ გუნდების შესახებ გვაინტერესებს, რომლებმაც საქართველოს ღირსება ევროსარბიელზე უნდა დაიცვან.
დიდი რეორგანიზაციაა მესამადგილოსან გორის “დილაში” . ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც კლუბთან დაახლოებულმა სანდო წყარომ დაგვიდასტურა “დილა” მიკოლა კოვტალიუკს იმატებს.
27 წლის უკრაინელი თავდამსხმელი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი. 2016/17 წლებში იგი ფოთის “კოლხეთი 1913”-ის ღირსებას იცავდა. 2017/18 წლებში “დინამო თბილისის” შემადგენლობაში გამოდიოდა. “დინამო თბილისიდან” “დილაში” გადავიდა, რის შემდეგაც სამხრეთ კორეულ “ანიანგში” გადავიდა, რომლის შემდეგ ისევ გორის “დილაში” დაბრუნდა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. გორის “დილადან” იგი ყაზახეთში “აკჟაიკში” წავიდა, ბოლოს ყარაგანდის “შახტიორის” რიგებში ირიცხებოდა.
GIPHY App Key not set. Please check settings